„ზაფხულში ვცდილობ არ დავშორდე სკოლას“ - ლეილა ტარიელაძე, ფიროსმანის საჯარო სკოლის პედაგოგი
რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის პედაგოგი ლეილა ტარიელაძე პასუხობს.
- წარმატება არის...- გყავდეს აღზრდილი ბევრი წარმატებული და ზრდილობიანი მოსწავლე.
- ჩემი სკოლა მახსენებს...- მიხვეულ მოხვეულ ბილიკებს.
- ჩემი პირველი მასწავლებელი...- ბესირე წითელაძე. მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო მაგრამ 1000 ბავშვის მშობელი.
- მოსწავლე რომ ვიყავი...- ვოცნებობდი მემოგზაურა მსოფლიოს გარშემო.
- ჩემი სამაგიდო წიგნი...- ,,მასწავლებლის 9 პროფესიული მახასიათებლები“
- ზაფხულში ვცდილობ...- არ დავშორდე სკოლას.
- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...- საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის…