თბილისის N90 საჯარო სკოლის პედაგოგი თეა გოგაძე მათემატიკის საუკეთესო დამწყებ მასწავლებლად აღიარეს
19-07-2021

თბილისის N90 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი თეა გოგაძე მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

კერძოდ, ის მათემატიკის საუკეთესო დამწყებ მასწავლებლად აღიარეს.

გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალზე კუთვნილი ჯილდო  თეა გოგაძეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა პირადად გადასცა.

მასწავლებლის აღიარების ჯილდო USAID-ის საქართველოში განათლების სისტემის გაძლიერების ძალისხმევის შედეგია. ეს გახლავთ USAID-ის პროგრამის ნაწილი, რომელიც გულისხმობს დაწყებითი და საბაზისო განათლების ხელშეწყობასა და განვითარებას.
სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავს თეა გოგაძეს დამსახურებულ გამარჯვებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203