
ხონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ბესო რურუამ 15 წლამდე ძალოსანთა შორის, თავის წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი დაიკავა.
თბილისის ღია პირველობა ვაკის ძალოსნობის დარბაზში გაიმართა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბესო რურუამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ღია პირველობაზეც პირველი ადგილი დაიკავა. ბესოს მწვრთნელი აკაკი კაკაბაძეა.
„ვულოცავთ ბესოს კიდევ ერთ წარმატებულ ასპარეზობას“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.