ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადაეცა
19-07-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლას სპორტსმენმა მამუკა კვარაცხელიამ სპორტული ინვენტარი გადასცა საჩუქრად.
სკოლის მოსწავლეებისთვის საჩუქრების გარდა კიდევ უფრო სასიხარულო, სპორტული ღონისძიება აღმოჩნდა; ორი სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივი თამაში „სახალისო ფეხბურთი“ გამართეს.
სპორტული ღონისძიების დაწყებამდე მოსწავლეები მამა ამირანმა დალოცა.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მამუკა კვარაცხელიას, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას - კახა ჭუმბურიძეს და ლევან კობიაშვილს; ასევე მადლობელნი არიან ადილობრივი აქტიური ახალგაზრდების, ოთო ჭუმბურიძის, სპორტის მასწავლებლების და მეგობარი N2 სკოლის სპორტის პედაგოგის.
ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს აღნიშნული სპორტული ღონისძიება დიდხანს გაჰყვებათ. სკოლის ადმინისტრაცია კი პირობას დებს, რომ კიდევ ბევრ სახალისო სპორტულ შეჯიბრსა თუ ღონისძიებას შესთავაზებს აღსაზრდელებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს