
თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ირმა ღონღაძემ დოქტორის ხარისხი მოიპოვა.
სამოქალაქო განათლების პედაგოგმა სადოქტორო დისერტაცია საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწიდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში დაიცვა.
„კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია. ჩვენი სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ირმა ღონღაძემ, საპატრიარქოს წმ.ანდრია პირველწიდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოიპოვა დოქტორის აკადემიური ხარისხი. ვულოცავთ ქალბატონ ირმას ამ წინსვლას და ვუსურვებთ წარმატებებს პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობაში“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: