ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების შეხვედრაში მონაწილეობდნენ
19-07-2021
რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო გარემოს სთავაზობს. მოსწავლეებისა და პედაგოგების ჩართულობით ხშირად ეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
სკოლამ, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პირველი გაერთიანებული შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებზე და სხვა სკოლების ჩართვის შესაძლებლობებზე.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს პროფესორ ნანა დიხამინჯიას საჯარო ლექცია თემაზე: „მომავლის პროფესიები“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლექტორის მალხაზ ჯინჯიხაძის ლექცია - „დაპროგრამების სწავლების პრობლემები, ზოგადი პარადიგმები და გამოცდილების გაზიარება“.
მონაწილეები ასევე შეხვდნენ ბიოტექნოლოგიების ექსპერტს, გეილ გენონს, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე - „ბიოტექნოლოგიები დღეს“.
ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები კმაყოფილნი დაბრუნდნენ მშობლიურ სკოლაში. სკოლის ადმინისტრაციის თქმით, მონაწილეებს განსაკუთრებით მოეწონათ ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ფაბლაბის ლაბორატორია. ისინი სამომავლოდ მეტი ენთუზიაზმითა და მონდომებით გააგრძელებენ კლუბში მუშაობას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს