„სიცოცხლე მღვიმეებში“ - წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა
19-07-2021

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „სიცოცხლე მღვიმეებში“ განხორციელდა.

პროექტი ერთობლივი იყო, იგი დაგეგმეს და განახორციელეს მე-7, მე-7 და მე-5 კლასის ხელმძღვანელებმა და მოსწავლეებმა.

მე-7 და მე-7 კლასების ხელმძღვანელია მარინა გოლეთიანი გახლავთ, ხოლო მე-5 კლასის ნინელი კუხალაშვილი.

„მთელი წლის განმალობაში ტარდებოდა სხვადასხვა აქტივობები მოსწავლეთა ჩართულობით.

პროექტის დასკვნით ნაწილში მონაწილეები დაუკავშირდნენ ილია სახელობის უნივერსიტეტის ზოოლოგიის და გეოგრაფიის კათედრებს (ხელმძღვანელი ეთერი მაღრაძე).

უნივერსიტეტის ხელშემწყობით ჩატარდა კონფერენცია პრომეთეს მღვიმეში, ქალბატონმა ეთერი მაღრაძემ ჩაატარა საველე პრაქტიკა მღვიმეში. ბავშვების ჩართულობით მან შეაგროვა მღვიმის უხერხემლო ცხოველები,დაამზადეს პრეპარატები და მიკროსკოპით დაათვალიერეს.

ბავშვები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები პროცესში.პროექტი მომდევნო წელსაც გაგრძელდება”,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203