
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლას წელს ორმა მოსწავლემ დაამთავრა.
თამარ გვირჯიშვილი და დალი ივანიძემ წარმატებით დაასრულეს მე-12 კლასი და ახლა უკვე სტუდენტობისთვის ემზადებიან.
გოგონებმა ბოლო ზარზე თეთრი მაისურები ჩაიცვეს, რომლებზეც სკოლის დანარჩენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სამახსოვრო წარწერები დაატოვებინეს და ამგვარად გამოემშვიდობნენ სკოლას, სადაც 12 წელი გაატარეს.
აბიტურიენტებს თავიანთი სკოლა წარმატებებს უსურვებს და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ბევრჯერ იამაყებენ თამარისა და დალის წინსვლით.