ახალციხის N4 სკოლის საბაზო საფეხური ერთმა მოსწავლემ დაამთავრა - მეცხრეკლასელი სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს
19-07-2021

ახალციხის N4 საჯარო სკოლა მე-9 კლასის ერთადერთმა მოსწავლემ დაამთავრა. საბაზო საფეხურის დასრულების აღსანიშნავად, პედაგოგებმა მას სკოლაში გატარებული დღეები ვიდეო-რგოლით გაახსენეს.

აღნიშნულ ვიდეოში გაერთიანებულია ფოტოები პირველი კლასიდან, მეცხრე კლასის ჩათვლით.

კურსდამთავრებულს პედაგოგები და სკოლის დანარჩენი მოსწავლეები დაემშვიდობნენ.

სკოლა ულოცავს საბაზო საფეხურის დასრულებას და იმედოვნებენ, რომ კიდევ ბევრჯერ გაიხარებენ მისი წარმატებით.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203