ახალციხის N3 სკოლას წელს 5 ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს, საბაზო საფეხური კი წარჩინებით 9 მოსწავლემ დაამთავრა
19-07-2021
ახალციხის N3 საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეული წინსვლით მშობლიური სკოლა ამაყობს.
სკოლა მაშინ არის წარმატებული, როცა წარმატებული და აქტიური კოლექტივი ჰყავს, რომელიც მზად არის ასწავლოს და მიაწოდოს მოსწავლეებს სიახლეები და ახალი მეთოდები, რათა მოსწავლეებმა ცოდნის დონე აიმაღლონ.
2019-2020 სასწავლო წელს ახალციხის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებიდან 9 მოსწავლემ მიიღო 100%-იანი გრანტი და ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში. აღნიშნული წარმატება სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ურთიერთთანამშრომლობის შედეგი და დამსახურებაა.
2020-2021 სასწავლო წელს სკოლა დაამთავრა 57 მოსწავლემ, მათგან 5 მოსწავლე ოქროს მედლის კანდიდატია. ასევე, სკოლის მე-9 კლასის 9 მოსწავლე „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ფარგლებში ლეპტოპის კანდიდატი გახდა.
ახალციხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა მოხარულია მოსწავლეების თითოეული წარმატების გაზიარების გამო და თითოეულ მათგანს კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს