ვანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ ქეთევან ძაგნიძეს დამსახურებული მასწავლებლის ტიტული მიენიჭა
19-07-2021

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს - ქეთევან ძაგნიძეს დამსახურებული მასწავლებლის ტიტული მიენიჭა.

მას ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრიამ, საკრებულოს უფროსის მოადგილე გიორგი ივანიაძემ და ვანის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა ივანე კორძაძემ საზეიმოდ გადასცეს დამსახურებული პედაგოგის სიგელი და გულსაბნევი.

„ქალბატონი ქეთევანის დამსახურებაზე ჩვენ არ ვისაუბრებთ. გვინდა, რომ საზოგადოებამ და მოსწავლეებმა ისაუბრონ ბევრი, უბრალოდ ვიტყვით, რომ ქეთი მასწავლებელი მოსწავლეებს სიყვარულს, კეთილგონიერებასა და პატივისცემას ასწავლის, ასევე ცდილობს გახადოს მათი აზროვნება თავისუფალი”, - ნათქვამია სკოლის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკოლა ულოცავს ქეთევან ძაგნიძეს ამ დიდ წარმატებას.

„ვულოცავთ ქალბატონ ქეთევანს ამ დიდ წარმატებას, ვულოცავთ ჩვენს სკოლას, ჩვენს რაიონს და მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს,რომელიც გვხედავს,გვაფასებს და გვიფასებს”,-  აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203