აჭყვისთავის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით გამოემშვიდობნენ
19-07-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში მოეთხე კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ.

კლასში გამართული ღონისძიების დაგეგმვაში, მოსწავლეებთან ერთად, კლასის დამრიგებელი - მანველიტა აბულაძე, მონაწილეობდა.  

„მოსწავლეებმა წარმოადგინეს თანაკლასელ ანასტასია მიქელაძის ლექსები; ცეკვითა და სიმღერებით გაალამაზეს ღონისძიება და სკოლის დირექტორისგან საგანმანათლებლო პორტალში - izrune.ge გამოჩენილი აქტიურობისათვის სერტიფიკატებიც დაიმსახურეს”, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭყვისთავის საჯარო სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ მანველიტა აბულაძესა და მის მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203