„ჩემი სკოლა მახსენებს სახელოსნოს, სადაც თითოეული მასწავლებელი იწრთობა, ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე“-ნუნუ კობალაძე​, ჩაისუბნის N2 სკოლის დირექტორი
19-07-2021

რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ კობალაძე პასუხობს. 

- წარმატება არის. . .
- ნაყოფიერი შრომის შედეგები.

- ჩემი სკოლა მახსენებს. . .
- სახელოსნოს, სადაც თითოეული მასწავლებელი ყოველდღიურად იწრთობა, იზრდება და ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე. ქმნის იმ პროდუქტს რასაც მოსწავლეთა მიღწევები ჰქვია.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .
- მაგალითი, მოდელი, რომელსაც ენდობი, გიყვარს და მოტივაციას გაძლევს. გიფანტავს ყოველგვარ შიშს გადადგა ნაბიჯი. ასეთი იყო ჩემი პირველი მასწავლებელი.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . .
- ჩემი ოცნებები იყო ფერადი და მომავლის იმედით სავსე. მქონდა ბრძოლის უნარი, ჩემთვის არ არსებობდა გადაულახავი დაბრკოლება.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .
- დიდოსტატის მარჯვენა.

- ზაფხულში ვცდილობ. . .
- დავისვენო, მაგრამ თანამშრომლებზე და ბავშვებზე ფიქრი არ მასვენებს.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .
- ჩემი სამსახური არ არის ადამიანებისთვის მარტივი, ჩემი საქმეა ჩემს თანამშრომლებს ვუბიძგო გახდნენ უკეთესები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203