გაიცანით, ხოჯორნის საჯარო სკოლის სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე ​შავარშ გარიბიანი
19-07-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში  მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა მიღწევებით სკოლა ძალიან ამაყობს.

სკოლა ამჯერად, ნიჭიერ მოსწავლეს - შავარშ გარიბიანს გვაცნობს. 

შავარშ გარიბიანმა 2020 წელს მონაწილეობა მიიღო ონლაინ კონკურსში „სიმღერით სახლში“, რომლის ორგანიზატორები ნანა იამანიძე და ნუკრი კარკაძე იყვნენ. იგი ამ კონკურსში ჟიურის რჩეული გახდა.

წელს ჯერ ფესტივალის „მერეთის ხმას“ ლაურეატი და შემდეგ, 9 ივლისს გამართული ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ (ორგანიზატორები მაია ჯამალაშვილი და გიორგი ფხაკაძე), მეორე ასაკობრივ კატეგორიაში მე-2 ადგილის მფლობელი და ქვემო ქართლის გუბერნიის რჩეული გახდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შავარშს ვოკალის მასწავლებელი არ ჰყავს, რაც კიდევ უფრო დასაფასებელია. მან ყველა წარმატებას საკუთარი ნიჭითა და შრომით მიაღწია.

ხოჯორნის საჯარო სკოლა ამაყობს ნიჭიერი და სამაგალითო მოსწავლის ყოველი მიღწევით და იმედოვნებენ, კიდევ მრავალჯერ გაიჟღერებს მათი მისაბაძი მოსწავლის სახელი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203