„თქვენმა მონდომებამ და ძალისხმევამ შეგვაძლებინა სასწავლო პროცესის მშვიდობიანად დასრულება“-თხილნარის N1 სკოლის მიმართვა სასკოლო საზოგადოებას
16-07-2021
მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში უჩვეულო, რთული და გამოწვვევებით აღსავსე 2020- 2021 სასწავლო წელი დასრულდა. 

სწავლის წარმატებით დასრულებას სკოლა  მთელს სასკოლო საზოგადოებას ულოცავს.

„თხილნარის N1 საჯარო სკოლა ულოცავს ამავე სკოლის ყველა პედაგოგს, ადმისტრაციულ, ტექნიკურ პერსონალს სკოლის წარმატებით დასრულებას. თქვენმა მონდომებამ, დაუღალავმა შრომისმოყვარეობამ და ძალისხმევამ შეგვაძლებინა სასწავლო პროცესის მშვიდობიანად დასრულება. სკოლა განსაკუთრებით მადლობას უხდის მანდატურ ნინო აბდუშელიშვილს, რომელმაც შესაშური ენერგიით შეძლო დაეცვა მოსწავლეთა სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოება. ძვირფასო პედაგოგებო გისურვებთ ჯამრთელობას, წარმატებებს, კიდევ დიდხანს ყოფილიყავით მომავალი თაობის სწავლა - აღზრდის სამსახურში“ - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203