წყრუთის საჯარო სკოლას წელს სამი ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს
16-07-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლაში მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოებისთვის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები ზედმიწევნით სრულდება.
სკოლა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან გარემოს სთავაზობს; ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ წელს სკოლას ოთხი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს და სამი - ოქროს მედლის კანდიდატი.
შეგახსენებთ, ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს