ივერიის საჯარო სკოლის 3 კურსდამთავრებულიდან ერთი ოქროს, ხოლო მეორე - ვერცხლის კანდიდატია
16-07-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
ივერიის საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს „ეტალონთან“.
სკოლაში ოთხმოცი მოსწავლეა და წელს, სკოლა სამმა მოსწავლემ დაამთავრა; რაც კიდევ უფრო სასიხარულოა, მათგან ერთი ოქროს მედლის კანდიდატია ხოლო ერთიც - ვერცხლის.
ივერიის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დიდი სიყვარულით ულოცავს სკოლის დამთავრებას და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებენ. იმედოვნებენ, კიდევ ბევრჯერ იამაყებენ მათი წარმატებები.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია