„წარმატება არის ჩემთვის უპირველესი მოტივატორი“ - მარიამ გელაშვილი, უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორი
16-07-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორი, მარიამ გელაშვილი  etaloni.ge -ს ბლიც-ინტერვიუს პასუხობს და ისეთ საინეტრესო თემებზე საუბრობს, როგორიცაა წარმატება, პირველი მასწავლებელი...


- წარმატება არის...
- ჩემთვის უპირველესი მოტივატორი.

-ჩემი სკოლა მახსენებს...
- რომ ქვეყანში და განათლების სისტემაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

- ჩემი პირველი მასწავლებელი...
- იყო ქალბატონი  შურა ცხადაძე - სურამის პირველი სკოლა მაქვს დამთავრებული . დაუვიწყარია ის წლები ჩემს ცხოვრებაში. ქალბატონი შურა ცხადაძე გახლდათ ადამიანი, რომელმაც შემაყვარა მასწავლებლის პროფესია. 

- მოსწავლე რომ ვიყავი...
- აუცილებლად საუკეთესო ვიქნებოდი თანატოლებს შორის. მექნებოდა პირველობის ამბიცია. დღეს უფრო მეტს გავაკეთებდი ვიდრე თავის დროზე შევძელი ,როცა მოსწავლე ვიყავი,თუმცა არც მაშინ ვიყავი ბოლო.

- ჩემი სამაგიდო წიგნი...
- ჩანაწერების წიგნია: ეს არ დამავიწყდეს, ის არ დამავიწყდეს!!!!

- ზაფხულში ვცდილობ. . .
 - ამოვისუნთქო

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...
 - „უცვლელი მხოლოდ ცვლილებებია!“  და წესი ნომერი პირველი -დავიცვათ წესები!!!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203