„იმერეთის ტურისტული პოტენციალი ციფრებში“ - ქუთაისის N40 სკოლის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელთა საინტერესო პრეზენტაცია
16-07-2021

ქუთაისის N40 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო გარემოს სთავაზობს. სკოლაში ხშირად ეწყობა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები.

ამჯერად,10 ივნისს, სასკოლო პროექტ „ფინანსური წიგნიერების“ ფარგლებში ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებმა (ლ. რობაქიძე და ბ.ბურჯანაძე) წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „იმერეთის ტურისტული პოტენციალი ციფრებში“.

პროექტის ფარგლებში, ისტორიული და გეოგრაფიული თვალსაზრისით მოსწავლეებს  იმერეთის რეგიონი გააცნეს.

პრეზენტაციაზე იმ მხრივაც იყო საინტერესო, რომ გამოყენებული იქნა ვიზუალური მასალა - დიაგრამები, ფოტოები და სტატისტიკური მონაცემები.

მოსწავლეები, ასევე აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, მონაცემთა ანალიზში და განიხილეს იმერეთის ტურისტული პოტენციალი.

ქუთაისის N40 საჯარო სკოლა და მისი სამაგალითო პედაგოგები კიდევ ბევრჯერ შესთავაზებს მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს, რაც მოსწავლეებისთვის სტიმულის მიმცემი იქნება.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203