უდის N1 საჯარო სკოლიდან 2021 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს - სკოლას ერთი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალოსანი ჰყავს
16-07-2021

იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი ღირსეულად დაასრულა. 

20 მაისს, მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. სკოლიდან მე-80 გამოშვება გააცილეს. 

„ტრადიციულად მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მე-11 კლასმა გააცილა. მეთორმეტე კლასი დაამთავრა 13 მოსწავლემ, მათ შორის ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალოსანი. გზა დაულოცეს მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, უსურვეს წარმატებები ცხოვრების მომავალ ეტაპზე“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203