„ჩემი აზრით, სკოლაში პირველი სემესტრის ბოლომდე დაბადებული პირველკლასელების მიღებაც შესაძლებელია“-თბილისის N107 სკოლის დირექტორი მარინე დემეტრაშვილი
16-07-2021
რას ურჩევს მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რას ფიქრობს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკზე - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თბილისის N107 საჯარო სკოლის დირექტორი, მარინე დემეტრაშვილი გვესაუბრება.
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?
- ნერვიულობა ხელს უშლის ცოდნის და აზრების მობილიზებას, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება არ ინერვიულონ. საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა მე პირადად საჭიროდ მიმაჩნია. მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?
- ახალგაზრდების არჩევანი სხვადასხვა პროფესიებისადმი შეცვლილია, ჩემს მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება სურთ შემდეგი მიმართულებით: საინჟინრო, სამედიცინო და პედაგოგიური მიმართულებებით.
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს? - ჩემი აზრით პირველი სემესტრის ბოლომდე დაბადებული პირველკლასელების მიღებაც შესაძლებელია. მზაობის დასადგენად კი საჭირო იქნება მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს