„ჩემი ოცნებაა დიდი ფეხბურთის თამაში“- ქსნის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლე ნიკოლოზ მერაბაშვილი
16-07-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში უამრავი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს მშობლიური სკოლა, საზოგადოებას სიამაყით აცნობს.

სკოლა ამჯერად, მომავალ დიდ ფეხბურთელს, ნიკოლოზ მერაბაშვილს გვაცნობს.

„მე ვარ ნიკოლოზ მერებაშვილი 12 წლის,  ვსწავლობ ქსნის საჯარო სკოლაში.
ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე ფეხბურთია; ვთამაშობ სოფლის გუნდში და ვარ გუნდის კაპიტანი. კარგად შემიძლია გუნდის მართვა. უფროსები ხშირად მეუბნებიან,რომ საუკეთესო მოთამაშე ვარ. ძალიან მინდა თბილისის რომელიმე ცნობილ საბავშვო გუნდში მოხვედრა. ჩემი ოცნებაა დიდი ფეხბურთის თამაში,მე ეს შემიძლია! იმედია ეს პროექტი დამეხმარება განვითარებაში“ - მოგვითხრობს ნიკოლოზი.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203