სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე სეიფული ორუჯოვმა საგანმანათლებლო კონკურსში წარმატება მოიპოვა
16-07-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას მშობლიური სკოლა საზოგადოებას სიამაყით აცნობს.
ამჯერად, სკოლა მე-12 კლასის მოსწავლეს, სეიფული ორუჯოვს გვაცნობს; სეიფულიმ წარმატებით იასპარეზა სასკოლო კონკურს „დიდგორელის“ მე-3 ტურში და უმაღლესი ქულა მოიპოვა.
„დიდგორელი“ სასკოლო კონკურსია, რომელიც საჯარო და კერძო სკოლებში საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
სართიჭალის N3 საჯარო სკოლა, ულოცავს სეიფული ორუჯოვს ამ წარმატებას და უსურვებს კიდევ მეტ წინსვლას.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია