ქვედა საქარის საჯარო სკოლის ოთხმა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა
16-07-2021

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ ნებიერიძემ, მერი ქარქაშაძემ, გიორგი მერკვილაძემ და მარიამ ჭანტურიძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.

ეს მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპის კანდიდატები არიან.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას - „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით ჯილდოვდებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203