მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - რეზიკო წურწუმიამ და გიორგი ალანიამ ინფორმატიკის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
15-07-2021
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში უამრავი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოუელი წინსვლით სკოლა ამაყობს.

სკოლა ამჯერადაც  მე-5 კლასის მოსწავლეებს: რეზიკო წურწუმიას და გიორგი ალანიას გვაცნობს, რომელთა წარჩინებული სწავლა ყველასთვის მისაბაძი მაგალითია.

მე-5 კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის, სალომე მესხიას ინიციატივით, მონაწილება მიიღეს ინფორმატიკის ოლიმპიადის- OLYINFO.GE 2021 წლის გაზაფხულის სეზონში.

გიორგი ალანია ოლიმპიადის ათეულში მოხვდა, ხოლო რეზიკო წურწუმიამ ჯილდოდ სიგელი მიიღო.

მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ოლიმპიადის ორგანიზატორებს და ხელმძღვანელს, გიორგი მანდარიას. ასევე, სკოლის ნიჭიერ მოსწავლეებს კიდევ არაერთ გამარჯვებას და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203