ცურტავის საჯარო სკოლას წელს 18 კურსდამთავრებული ჰყავს - დირექტორი ავთანდილ მამედოვი მათ დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს
15-07-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლა, მოსწავლეებს პედაგოგებთან ერთად მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
მოსწავლეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლაში განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეგულაციებს ზედმიწევნით იცავდნენ.
სკოლის დირექტორის, ავთანდილ მამედოვის თქმით, სკოლას წელს თვრამეტი კურსდამთავრებული ჰყავს.
ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ მამედოვი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ სკოლის წარმატებით დამთავრებას და ცხოვრების ყველა ეტაპზე წინსვლას უსურვებენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია