ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები თერჯოლის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მოხვდნენ
15-07-2021
დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ირმა ბრეგაძემ და გურამ თორთლაძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

თერჯოლის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მოხვდნენ და ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლიდან ინტელექტ-ჩემპიონატში 16 მოსწავლე მონაწილეობდა. თექვსმეტივე მოსწავლეს სიგელი გადაეცა.

სკოლა მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს. 

თერჯოლელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 9 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 64 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 13 ივლისს „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა თერჯოლელი მოსწავლე „ეტალონის“ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203