ზემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი მამედ პირიევი აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას უსურვებს
15-07-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლაში გამოწვევებით სავსე 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით და მშვიდ გარემოში დასრულდა.

სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულები.

სკოლა წელს რვა მოსწავლემ დაამთავრა და თითოეული მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა.

ზემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი, მამედ პირიევი აბიტურიენტებს ულოცავს სკოლის წარმატებით დასრულებას და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას უსურვებს.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო 1 ივლისს და დასრულდება 20 ივლისს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203