თაზაკენდის N1 სკოლის დირექტორი მაჰამედ ალახვერდიევი აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას უსურვებს
15-07-2021
ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლაში გამოწვევებით სავსე 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით და მშვიდ გარემოში დასრულდა.
სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
სკოლა წელს ცამეტმა მოსწავლემ დაამთავრა და თითოეული მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა.
თაზაკენდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, მაჰამედ ალახვერდიევი აბიტურიენტებს ულოცავს სკოლის წარმატებით დასრულებას და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას უსურვებს.
შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო 1 ივლისს და დასრულდება 20 ივლისს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს