ჩხარის N1 სკოლის მოსწავლის წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ - ნინო ფართლაძე II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგშია
15-07-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინო ფართლაძე თერჯოლის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგშია. 

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის მოსწავლეს ოქროს სიგელი გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლიდან ინტელექტ-ჩემპიონატში 14 მოსწავლე მონაწილეობდა. თოთხმეტივე სიგელით დაჯილდოვდა.

თერჯოლელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 9 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 64 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 13 ივლისს „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა თერჯოლელი მოსწავლე „ეტალონის“ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203