გოდოგანის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხუჯაძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის III ადგილის მფლობელია
15-07-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ხუჯაძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის III ადგილის მფლობელი გახდა. 

მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დიპლომით დაჯილდოვდა. 

სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს. 

„გოდოგნის საჯარო სკოლა ულოცავს თავის აღსაზრდელ მარიამ ხუჯაძეს „ეტალონის“ კონკურსში III ადგილის მოპოვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ გოდოგნის სკოლიდან პირველ ტურში სულ 9 მოსწავლე მონაწილეობდა და ყველა მათგანს სიგელი გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

თერჯოლელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 9 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 64 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 13 ივლისს „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა თერჯოლელი მოსწავლე „ეტალონის“ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203