სადახლოს N2 სკოლამ სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრა - დირექტორი ადილ შარიფოვი კურსდამთავრებულებს დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს
15-07-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N2 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლა წელს ოთხმოცდაათმა მოსწავლემ დაამთავრა.
სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასახვა ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე სკოლა ზედმიწევნით იცავდა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეგულაციებს.
სადახლოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ადილ შარიფოვი და პედაგოგები, კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ და ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატებას და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს