ალისუბნის თემის N2 სკოლის მოსწავლე „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია - დირექტორი ლუკა ბუცხრიკიძეს წარმატებას უსურვებს
15-07-2021
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა ბუცხრიკიძემ „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. 

მოსწავლეს მისი წარმატების დამადასტურებელი დიპლომი გადაეცა. 

სკოლის დირექტორი ლალი კუპატაძე და პედაგოგები მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ.

გამარჯვებული, ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლუკა ბუცხრიკიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სახელით დასკვნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა თერჯოლელი მოსწავლე „ეტალონის“ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203