დავითიანის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური ოთხმა მოსწავლემ დაამთავრა - დირექტორი სერგეი სერიხი კურსდამთავრებულებს წარმატებას უსურვებს
15-07-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანის საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით, მშვიდ გარემოში დაასრულა.
სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ და გეგმავდნენ.
სკოლა, დირექტორის, სერგეი სერიხინის ხელმძღვანელობით მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი; აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით სკოლა, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავდა.
სკოლა საბაზოა და წელს, მე-9 კლასი ოთხმა მოსწავლემ დაამთავრა და სწავლას კოლეჯში განაგრძობენ.
დავითიანის საჯარო სკოლის დირექტორი, სერგეი სერიხი და მთელი სკოლა თითოეულ მათგანს უსურვებს წინსვლას და წარმატებას ცხოვრების ყველა ეტაპზე.