კაბლის N2 სკოლის საბაზო საფეხური 29 მოსწავლემ დაამთავრა - დირექტორი შაისმაილ ისლამოვი კურსდამთავრებულებს დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს
15-07-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა.
სკოლაში, მოსწავლეები და პედაგოგები სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
სკოლა, დირექტორის შაისმაილ ისლამოვის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს მრავალფეროვან და უსაფრთხო სასწავლო გარემოს სთავაზობდა. სკოლაში ზედმიწევნით იცავდნენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს, რათა მოსწავლეებს განათლება უსფრთხო გარემოში მიეღოთ.
კაბლის N2 საჯარო სკოლა საბაზოა და წელს, მე-9 კლასი ოცდაცხრა მოსწავლემ დაამთავრა.
კაბლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი შაისმაილ ისლამოვი და დირექცია ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს სკოლის დამთავრებას და წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ყველა ეტაპზე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს