საბაზო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა - იხილეთ განსახილველი ვერსიები
16-01-2018

ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება ზოგადი განათლების სისტემისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ”, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი თაობების აღზრდას უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ.   

ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანაა, შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები. ამ მიზნიდან გამომდინარე, იგი ირჩევს პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას. ამ კონცეფციის  აღმავლობას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ხელი შეუწყო 70-იანი წლებიდან სხვადასხვა სამეცნიერო დარგში (კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, ნეირო მეცნიერებებში, განათლების მეცნიერებებში, ფსიქოლინგვისტიკაში, ენების დიდაქტიკაში და სხვ.) მიმდინარე ინტენსიურმა კვლევებმა, რომლებმაც მეცნიერულად დაასაბუთეს მისი უპირატესობა მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებისათვის, შესაბამისად, ისეთი მოქალაქის აღზრდისათვის, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და  მოთხოვნებს უპასუხებს.

პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას.

სწორედ ამიტომ, ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით.

მომზადებულია საბაზო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის განსახილველი ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (საბაზო საფეხური) 2018-2024

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203