ხევაშენის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულება სპორტულ-გასართობი შეჯიბრით აღნიშნეს
15-07-2021
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წლის დასრულება სპორტულ-გასართობი შეჯიბრით - „მხიარული სტარტები“ აღნიშნეს. გაიმართა ასევე, მე-12 კლასელების გამოსაშვები საღამოც.
მხიარულ სატარტებში მონაწილეობა მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებმაც მიიღეს. ღონისძიების ბოლოს, ყველამ ერთად მიულოცა მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დასრულება.
დირექცია და სკოლის კოლექტივი ულოცავს კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას და წარმატებას უსურვებს ცხოვრების ახალ გზაზე.