„ჩემი სკოლა მახსენებს საამქროს, სადაც ქვეყნის მომავალი იბრძმედება“- მანანა ჭუმბურიძე, ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი
14-07-2021

რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჭუმბურიძე პასუხობს. 

- წარმატება არის. . . 
- ჩემი აზრით, დასახული მიზნის მიღწევა.

- ჩემი სკოლა მახსენებს. . . 
- საამქროს, სადაც ქვეყნის მომავალი იბრძმედება...

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . . 
- გაანათლოს ღმერთმა მისი სული (ნადია ბუხსიანიძე) ... იყო გამორჩეულად თავდადებული საქმისადმი... ცდილობდა მთელი სამყარო გადაეშალა ჩემს თვალწინ...

- მოსწავლე რომ ვიყავი. . . 
- ეკონომიურად გვიჭირდა და დედა სულ მაფრთხილებდა: თუ გინდა, რომ არ გაგიჭირდეს, კარგად უნდა ისწავლოო და მეც ვსწავლობდი.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . . 
- „ვეფხისტყაოსანი“, სადაც ყველა ცხოვრებისეულ კითხვაზე ვპოულობ პასუხს...

- ზაფხულში ვცდილობ. . .
- ცოტა განვიტვირთო, დავისვენო და ახალი ენერგიით შევხვდე ახალ სასწავლო წელს.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . . 
- „მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203