მერიის საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა
14-07-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა- მარიამ მარგალიტაძემ, ანა ცეცხლაძემ და მარიამ მარგალიტაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპის კანდიდატები არიან.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას - „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით ჯილდოვდებიან.