
2020-2021 სასწავლო წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში e-Twinning-ის ინგლისურენოვანი პროექტი განხორციელდა. პროექტის - Readtoreborn მიზანს ინგლისური ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება და უცხოელ თანატოლებთან კომუნიკაციისთვის საჭირო უნარების განვითარება წარმოადგენდა.
პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ მე-6-მე-9 კლასის მოსწავლეები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა და უმაღლესი შეფასება მიიღო სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორების მხრიდან.
იხილეთ ფოტოები: