ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგი და მოსწავლეები გლობალურ კონკურსში ჩაერთვნენ
14-07-2021
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ხშირად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებებში; ერთობლივი მონდომებითა და აქტიურობით ხშირად აღწევენ კიდეც წარმატებებს.
ამჯერად, სკოლა გლობალურ კრეატიულ კონკურსში ჩაერთო.
კონკურსში მონაწილეობდნენ პედაგოგი, მარინა ტაბატაძე და მოსწავლეები - თამარ გამგებელი და მედეა ხითარიშვილი.
ყელქცეულის საჯარო სკოლა და დირექტორი, მარინა ტაბატაძე კონკურსში მონაწილე პედაგოგსა და მოსწავლეებს მადლობას უხდის სკოლის ღირსეულად წარმოჩენისთვის და უსურვებს შემდეგ წარმატებებს.