გაიცანით, ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის ნიჭიერი ტყუპი და - ანანო და მარიამ არობელიძეები
14-07-2021
ოზურგეთის N5 საჯარო სკოლაში უამრავი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს მშობლიური სკოლა, საზოგადოებას სიამაყით აცნობს.

ამჯერად, სკოლა ტყუპ დებს, ანანო და მარიამ არობელიძეებს გვაცნობს. ტყუპები პირველი კლასიდანვე სანიმუშო სწავლითა და ყოფა-ქცევით გამოირჩევიან. მათ 2020-2021 სასწავლო წელსაც გამოიჩინეს თავი და მე-11 კლასი წარმატებით დაასრულეს. ანანო და მარიამი ოქროს მედლის კანდიდატებად მოიაზრებიან.

ტყუპები, გარდა სწავლისა, სასკოლო ღონისძიებების აქტიური მონაწილეებიც არიან. განსაკუთრებით კი ცეკვა უყვართ და ამ კუთხით მათ დიდი მომავალი აქვთ.

ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი, ქეთევან ქადიეშვილი ტყუპებს წარმატებას უსურვებს ყველა სფეროში და იმედოვნებს, ანანო და მარიამი მრავალჯერ ასახელებენ სკოლას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203