მომღერალთა ოჯახი გეგუთის N1 საჯარო სკოლიდან
14-07-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს. ისინი, სკოლის გარეთ, სხვადასხვა კულუტურული აქტივობებით არიან დაკავებულნი და წარმატებასაც აღწევენ.

ამჯერად, სკოლა მომღერალთა ოჯახს - რეზი, ლიკა, თედო და ვიტალი ხაინდრავებს გვაცნობს. ისინი მუსიკალური ნიჭით არიან დაჯილდოებულნი და ანსამბლ „პირიმზეს“ წარმატებული წევრები არიან.

სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები ანსამბლთან ერთად სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ხშირად მონაწილეობენ და ღირსეულად წარმოაჩენენ საკუთარ თავს და სკოლას.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N1 საჯარო სკოლა, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებით ამაყობს და უსურვებს კიდევ მრავალჯერ ესახელებინოთ მშობლიური სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203