ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კვეტერას ციხე-ქალაქი მოინახულეს
14-07-2021
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის და თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად ლაშქრობა მოაწყვეს კვეტერას ციხე-ქალაქის კომპლექსის მოსანახულებლად.

გარდა სპორტული აქტივობებისა, ლაშქრობას ჰქონდა ისტორიულ-შემეცნებითი დატვირთვაც.

მოსწავლეებმა ისტორიული ინფორმაციები მოიპოვეს, იხალისეს, დაუმეგობრდნენ ერთმანეთს და ერთი ლამაზი, არაჩვეულებრივი დღე ჩაიწერეს მათ სასკოლო ცხოვრებაში.

ინფორმაციისთვის, კვეტერის ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ცენტრი იყო და წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიბა, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით,  ჯერ კიდევ Vlll საუკუნეში უნდა არსებულიყო, რასაც არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს. 

კახთა მეფე კვირიკე lll-მ კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაჰყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერას საერისთავო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203