„შევძელით წარმატებით დაგვემთავრებინა სასწავლო წელი“ - გორელოვკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, სასნუჰი კიურეღიანი სასწავლო წელს აფასებს
13-07-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N2 საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა.
სკოლა, დირექტორის სასნუჰი კიურეღიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს მრავალფეროვან და უსაფრთხო სასწავლო გარემოს სთავაზობდა. სკოლაში ზედმიწევნით იცავდნენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიდნენ და საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებში რთავდნენ.
დირექტორი სასნუჰი კიურეღიან 2020-2021 სასწავლო წელს აფასებს.
„გარკვეულწილად ორმოცი დღე მოგვიწია ონლაინ სწავლება; იყო სიძნელეები, თუმცა ვიმუშავეთ და დავძლიეთ სასკოლო პროგრამა; გვქონდა პატარ-პატარა აქტივობები და რეგულაციების დაცვით,შევძელით წარმატებით დაგვემთავრებინა სასწავლო წელი“ - აღნიშნავს დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლა ორმა მოსწავლემ დაასრულა, რომელთაც გორელოვკის N2 საჯარო სკოლის დირექცია ცხოვრების გზაზე წარმატებას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს