მამხუტის საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებული აბიტურიენტია
13-07-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს 11-მა მოსწავლემ დაამთავრა. აღსანიშნია, რომ ყველა მოსწავლე დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და თითოეული მათგანი აპირებს უმაღლესი განათლების მიღებას, სხვადასხვა სპეციალობის მიმართულებით. 

სკოლის დირექტორი, გიას ბადალოვი 2020-2021 სასწავლო წელს აფასებს და აღნიშნავს, რომ პანდემიას და შეზღუდვებს მათთვის ხელი არ შეუშლია საგაკვეთილო პროცესების წარმატებით წარმართვაში. კმაყოფილია სასწავლო წლით და თვლის, რომ პანდემიიდან გამომდინარე, არსებულ რთულ პერიოდს ღირსეულად გაართვეს თავი. 

სკოლის დირექტორი და მასწავლებლები წარმატებებს უსურვებს მათ კურსდამთავრებულებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203