მურჯახეთის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური ორმა მოსწავლემ დაამთავრა -დირექტორი ვარდევან მარგარიანი მეცხრეკლასელებს წარმატებას უსურვებს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის საჯარო სკოლა, რომელიც საბაზო საფეხურისაა ორმა მე-9 კლასელმა დაამთავრა.
მოსწავლეები სწავლას ახალქალაქის სკოლებში გააგრძელებენ, სადაც შეძლებენ სრული საშუალო განათლების მიღებას.
სკოლადან მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს.
სკოლის დირექტორი, ვარდევან მარგარიანი წარმატებას და ნათელ მომავალს უსურვებს კურსდამთავრებულებს.