ბუღაშენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა - დირექტორი თათევოს პალიანი კურსდამთავრებულებს დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს
13-07-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით, მშვიდ ვითარებაში დასრულდა.

პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებებში.

სკოლა, დირექტორის, თათევოს პალიანის ხელმძღვანელობით მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვნა სასწავლო გარემოს სთავაზობს.

სკოლაში, სასწავლო წლის მანძილეზე ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავდნენ.

ბუღაშენის საჯარო სკოლის დირექტორის, თათევოს პალიანის თქმით, წელს სკოლა ოთხმა მოსწავლემ დაამთავრა და თითოეულ მათგანს ულოცავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203