ყიზილაჯლოს N2 სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა - დირექტორი გულავატინ მამედოვა წელს აფასებს
15-07-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N2 საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა.
პედაგოგები და მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
სკოლა, დირექტორის გულავატინ მამედოვას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს მრავალფეროვან და უსაფრთხო სასწავლო გარემოს სთავაზობდა. სკოლაში ზედმიწევნით იცავდნენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს.
ყიზილაჯლოს N2 საჯარო სკოლა საბაზოა და წელს, თოთხმეტმა მოსწავლემ მე-9 კლასი წარმატებით დაასრულეს.
დირექტორი, გულავატინ მამედოვა თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას და წინსვლას ცხოვრებაში.
ყიზილაჯლოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი, გულავიტან მამედოვა გამოწვევებით სავსე 2020-2021 სასწავლო წელს აფასებს; მისი ინფორმაციით, მოსწავლეები ლეპტოპებით იყვნენ აღჭურვილი და ონლაინ სწავლება მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. ასევე, რესურსცენტრი სკოლის საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის საქმის კურსში იყო. დირექტორის შეფასებით სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და ყველა მოსწავლემ პროგრამა წარმატებით დაძლია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს