ყულარის საჯარო სკოლის დირექტორი გუმბატ გუსეინოვი კურსდამთავრებულებს სწავლის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელებას უსურვებს
15-07-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით, მშვიდ ვითარებაში დაასრულა.

სკოლაში, მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობებში.

სკოლა, დირექტორ გუმბატ გუსეინოვის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს და მუდმივად ზრუნავს საკუთარი მოსწავლეების მიღწევებისათვის.

სკოლაში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ზედმიწევნით იცავდნენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს, რათა მოსწავლეებს უსაფრთხო გარემოში მიეღოთ სათანადო განათლება.

ყულარის საჯარო სკოლა წელს თორმეტმა მოსწავლემ დაამთავრა და თითოეული მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არის დარეგისტრირებული.

დირექტორი, გუმბატ გუსეინოვი ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს სკოლის დამთავრებას და წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ყველა ეტაპზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203